გღუ და ბღუ (ჩემი ფოტოგრაფობის ამაო მცდელობა)

გამარჯობა!(ისევ) ჩემო სულ რააამდენიმე მკითხველნო!
მოკლედ ეს ფოტოები არც ისე ახალია მაგრამ სამაგიეროდ ბლოგია ახალი და პოსტების ნაკლებობის გამო გადავწყვიტე ეს სურათები ამეტვირთა ^^

მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე და ჩემი მეგობარი (სანდრო) წავედით კინოთეატრში სადაც მე არც ისე მბრწყინვალე იდეა გამიჩნდა შემეერთებინა ორი პეპსის ბოთლი (თუ შეიძლება იმ რაღაცას ბოთლი ვუწოდოთ) “საწრუპელებით” და მეჯანჯღარებინა … რა თქმა უნდა ყოველივე ეს სანდროს ნერვების მოსაშლელად იყო შექმნილი თუმცა თითქმის 2 საათიანი ფილმის შემდეგ მე სანდრო და ეს ერთმანეთზე მიმაგრებული მოჯანჯღარე ბოთლები საკმაოდ დავახლოვდით და გადავწყვიტეთ დაგვერქმია სახელი. რა იქნებოდა ბიჭისთვის იდეალური სახელი თუ არა “გღუ”? რაც არ უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს იმით დამთავრდა რომ გღუს დაახლოებით 3 საათიანი ბოდიალ–ფოტოსესია ჩავუტარეთ და facebook-ზე საკუთარი გვერდი შევუქმენით…ფოტოსესიისას გღუმ სრულიად შემთხვევით იპოვა თავისი რასის სხვა წარმომადგენელი “ბღუ” და მალევე დაუმეგობრდა მას.. (ჯერ არ ვიცით ბღუს სქესი) გღუ და ბღუ პირველები იყვნენ მაგრამ დღეისთვის ამ რასის წარმომადგენლები მგონი უკვე 5?–ნი არიან… გღუ,ბღუ,ზღუ,ჭღუ?მოკლედ მეტი (და შედარებით სანდო) ინფორმაციისთვის ჯობს შეხვიდეთ აქ…..
და აი ის სურათებიც რომლებიც იმ ღამეს რუსთაველზე და კიდევ რამდენიმე უღრან ქუჩაზე გადავიღეთ:


უსაქმურობამ იცის ხოლმე ^^

გამოყენებულია: ორის პეპსის ბოთლი/ყუთი რაც არის(ბღუ), ორი კოკა–კოლის ბოთლი/ყუთი რაც არის(გღუ),nokia630? და ცოოტაოდენი წარმოსახვის უნარი..>
~chiki

Advertisements

1 Response so far »

  1. 1

    elene said,

    ზღუს სურათებს ვერ ვხედავ და გული მიკვდება ის მაგდონალდის სრათი მაინც დაგეგდო და გეთქვა ეს ის ადგილია სადაც ზღუ შეიქმნაო :))


Comment RSS · TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: