ტოფუ (豆腐)

როგორც უკვე გითხარით მე არც ხელოვანი ვარ და არც გენიოსი და აზრზე არ ვარ რა უნდა დავწერო ბლოგზე ამიტომაც ავდექი და სტატიის სათაურად ავიგე პირველივე სიტყვა რომელიც თავში მომივიდა…
ტოფუ(豆腐)
ალბათ ყველამ ვიცით რა არის ტოფუ რაღაც ტყლარწივით უგემური (ოღონდ მართლა უგემური) უფორმო მასა რომელიც არავის უყვარს და სათავეს იღებს სავარაუდოდ ჩინეთიდან .. დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ ეგრე მგონია….
თუ ტოფუ არ გაქვთ გასინჯული და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მოგინდათ მე არაფერზე არ ვარ პასუხისმგებელი

როგორც უკვე ვივარაუდე ტოფუ ჩინური უნდა იყოს ამიტომაც ჯობს ყველაზე ჩინურ ჩინელ ადამიანს მოვაყოლოთ ტოფუს შესახებ
ბრიუს ლი (李小龍–ლი ხიაოფაონგ) ტოფუს შესახებ
“ნუ დარჩები ერთ ფორმაში, მოახდინე ადაფტაცია და შექმენი შენებური, ახალი ფორმა, მიეცი უფლება გაიზარდოს და გაძლიერდეს,
იყავი როგორც ტოფუ.გაანთავისუფლე გონება, გახდი უფორმო და ტყლარწივით ოგონდ გარედან ოდნავ მყარი როგორც ტოფუ. მაგალითად… აი ჩადეთ ტოფუ ბრინჯში და ბრინჯის გემო აქვს, ჩადეთ ტერიაკის სოუსში და ტერიაკის გემო აქვს, ჩადეთ ცარიელ იოგურტის ჯამში და თქვენ მშვენიერი საშუალება გექნებათ მოატყუოთ თქვენი ნათესავები და მეგობრები რომ ჭამენ უგემრიელეს იოგურტს, სინამდვილეში კი ჭამენ ტოფუს რომელსაც გემო არ აქვს რამე თუ არ მოაყარე ან ჩატენე…. ტოფუს შეუძლია დაეტყლანწოს მაგრამ ზოგჯერ დახტის გიდეც. მოკლედ, გახდი ტოფუ მეგობარო :)”

ტოფუ როგორც საჭმელი
როგორც წესით ტოფუ ჩვეულებრივი არც ისე აგრესიული მტაცებელია რომელიც დასეირნობს ჩინეთის ველურ მინდვრებზე. ჩინეთში ტოფუზე ნადირობა დაშვებულია ასე რომ უშიშარ მონადირეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ტოფუზე ნადირობა მოპოვებულ ნადავლს კი ჩინურ რესტორნეში და გაზეთი “ასავალ დასავალი”–ს რედაქციაში აბარებენ.
მრავალი ოპტიმისტურად განწყობილი მცდელობის მიუხედავად ვერავინ შეძლო მოეწოდებინა ჩვენთვის ტოფუ ისეთ ფორმაში როგორიც არის ველურ ბუნებაში. ადამიანთან კონტაქტის შემდეგ ტოფუს უფორმო რბილი სხეული უხეში ხდება თავად ტოფუ კი აგრესიული. ამის თავიდან ასაცილებლად იყო მცდელობა დაეჭირათ მოუმწიფარი ტოფფუტი მაგრამ აღმოჩნდა რომ მოუმწიფარი ტოფფუტი არ არსებობს რადგან ტოფუ იბადება 11კუბური მ და იზრდება 11კუბურ მ–მდე.
ტოფუს ძირითადად აფასებენ მისი ტყლარწვადობის მიხედვით, რაც უფრო ტყლარწულია ტოფუ მით უფრო ძვირად ფასდება.

როგორ მოვიქცეთ ტოფუსთან შეხვედრის შემთხვევაში
ტოფუს ქუჩაში ხშირად ვერ შეხვდებით მაგრამ თუ შეხვდით ნუ დაპანიკდებით მას სწორედ თქვენი შეშინება უნდა. არ დაუძახოთ პოლიციას ეს მას უფრო გააბრაზებს. ყველაზე კარგი გზა არის სპციალური სიმღერა.

“我看到一个ტოფუ在走路,在走路,在走路。 (გამოთქმა: ვო კან დაო იი გე ტოფუ ზაი ჟოუ ლუ  ზაი ჟოუ ლოუ ზაი ჟოუ ლოუ.) (თარგმანი:მე ვხედავ ერთ ტოფუს მოდის მოდის მოდის.)
这个ტოფუ在走路,那个ტოფუ会走路…(გამოთქმა:ჟე გე ტოფუ ზაი ჟოუ ლუ , ნა გე ტოფუ ჰუიჟოუ ლუ.) (თარგმანი: ეს ტოფუ დადის–ამ ტოფუმ იცის სიარული.)
阿…阿…(გამოთქმა:აჰ…აჰ…) (თარგმანი: აჰ…აჰ…)
我上看,下看,左看,友看,没有一个ტოფუ会走路…(გამოთქმა: ვო შანგ კან ხია კან ზუო კან იოუ იი გე ტოფუ ჰუი ჟოუ ლუ.) (თარგმანი:აქეთ იქით ვიხედები მაგრამ ამის გარდა არცერთი ტოფუ არ დადის.)
我前看,后看,斜看,歪看,为何这个ტოფუ会走路?(გამოთქმა: ვო ქიან კან ჰოუ კან ხიუ კან ლუო კან ვეი ჰე ჟე გე ტოფუ ჰუი ჟოუ ლუ?) (თარგმანი: ისევ მივიხედ მოვიხედე და მაინც რატომ იცის ამ ტოფუმ სიარული?)(და ასე გაიმეორეთ)

რამდენჯერმე ამ სიმღერის გამეორების შემდეგ ტოფუ დაიწყებს ტკივილისგან კრუნჩხვას რადგან ეს ჯადოსნური სიმღერა აიძულებთ მათ შეიგნონ რომ ისინი არიან უსულო და უსიცოცხლო გამოუსადეგარი არსებები. სიმღერის კიდევ ერთხელ გამეორების შემდეგ ტოფუ ბოლომდე გადავა თავის უსიცოცხლო ფორმაში და თქვენ უკვე შეგეძლებათ ჭამოთ ის თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მოგეწონებათ.
~chiki

 

Advertisements

1 Response so far »

  1. 1

    elene said,

    shen nu xar boroti da nu iparav ideebs supernatural dan !!! exla me ak davinaxe topu demonis saxit da simgera exsorcizmia :D:D:D:D


Comment RSS · TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: