გღუ და ბღუ (ჩემი ფოტოგრაფობის ამაო მცდელობა)

გამარჯობა!(ისევ) ჩემო სულ რააამდენიმე მკითხველნო!
მოკლედ ეს ფოტოები არც ისე ახალია მაგრამ სამაგიეროდ ბლოგია ახალი და პოსტების ნაკლებობის გამო გადავწყვიტე ეს სურათები ამეტვირთა ^^

მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე და ჩემი მეგობარი (სანდრო) წავედით კინოთეატრში სადაც მე არც ისე მბრწყინვალე იდეა გამიჩნდა შემეერთებინა ორი პეპსის ბოთლი (თუ შეიძლება იმ რაღაცას ბოთლი ვუწოდოთ) “საწრუპელებით” და მეჯანჯღარებინა … რა თქმა უნდა ყოველივე ეს სანდროს ნერვების მოსაშლელად იყო შექმნილი თუმცა თითქმის 2 საათიანი ფილმის შემდეგ მე სანდრო და ეს ერთმანეთზე მიმაგრებული მოჯანჯღარე ბოთლები საკმაოდ დავახლოვდით და გადავწყვიტეთ დაგვერქმია სახელი. რა იქნებოდა ბიჭისთვის იდეალური სახელი თუ არა “გღუ”? რაც არ უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს იმით დამთავრდა რომ გღუს დაახლოებით 3 საათიანი ბოდიალ–ფოტოსესია ჩავუტარეთ და facebook-ზე საკუთარი გვერდი შევუქმენით…ფოტოსესიისას გღუმ სრულიად შემთხვევით იპოვა თავისი რასის სხვა წარმომადგენელი “ბღუ” და მალევე დაუმეგობრდა მას.. (ჯერ არ ვიცით ბღუს სქესი) გღუ და ბღუ პირველები იყვნენ მაგრამ დღეისთვის ამ რასის წარმომადგენლები მგონი უკვე 5?–ნი არიან… გღუ,ბღუ,ზღუ,ჭღუ?მოკლედ მეტი (და შედარებით სანდო) ინფორმაციისთვის ჯობს შეხვიდეთ აქ…..
და აი ის სურათებიც რომლებიც იმ ღამეს რუსთაველზე და კიდევ რამდენიმე უღრან ქუჩაზე გადავიღეთ:


უსაქმურობამ იცის ხოლმე ^^

გამოყენებულია: ორის პეპსის ბოთლი/ყუთი რაც არის(ბღუ), ორი კოკა–კოლის ბოთლი/ყუთი რაც არის(გღუ),nokia630? და ცოოტაოდენი წარმოსახვის უნარი..>
~chiki

Comments (1) »

საყვარელო შვილიკო….

წერილი შვილს

ჰო ჩვენ შენ გვახსოვართ თუ გახსოვართ??? გახსოვხართვართ? მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ჰო?

საყვარელო შვილიკო

ვცდილობ ეს წერილი ნელა ვწერო იმიტომ რომ ვიცი შენ სწრაფად ვერ კითხულობ. ალბათ არ გაინტერესებს მარა იქ აღარ ვცხოვრობთ სადაც ვცხოვრობდით როცა შენ დაგვტოვე . იმიტომ რომ მოძღვარმა გვითხრა მკვლელობების უმეტესობა ჩვენგან 20 მილში ხდებაო (არ ვიცი რატომ მარა შემაშინა ამ ფაქტმა)

ჩვენი სახლის მისამართს ვერ გეუბნები იმიტომ რომ ჩვენამდე მცხოვრებმა ოჯახმა (რომელიც სხვა შტატშ წავიდა საცხოვრებლად ამბობდნენ “ველურ დასავლეთში ბევრი ოქროაო” და წავიდნენ) მოკლედ რას ვამბობდი თან წაიღეს ჩვენი სახლის მისამართი რომ სადაც წავიდოდნენ იქ მისამართის შეცვლა არ დაჭირვებოდათ და ისევ ძველი მიეწებებინათ კედელზე (სად წავიდა ტეხნოლოგიები და კიდევ რაღაცეები )

მშვენიერი ადგილია. დაჟე სარეცხი მანქანაცაა  . პროსტა დარწმუნებული არ ვარ რომ მუშაობს იმ დღეს შიგნით სარეცხი ჩავტენე გარეცხვას(თუ ჩარეცხვას ზუსტად არ მახსოვს) დავაჭირე და მას მერე არ მინახავს

არც ისე ცუდი ამინდებია ბოლო კვირას სულ ორჯერ იწვიმა პირველად 3 დღე და მეორედ 4 მოკლედ სულ ორჯერ რა….

ჯონმა გუშინ მანქანაში გასაღებთან ერთად ჩამკეტა ბევრი ვინერვიულე იმიტომ რომ სამი საათი წაუვიდა იმაზე რომ მე გამოვეყვანე შიგნიდან….

დღეს დილით შენმა დამ ლეკვი დააგდო მაგრამ სქესს ვერ ვარჩევ ასე რომ ვერ გეტყვი ბიძა ხარ თუ დეიდა 

სხვა ისეთი არაფერი მომხდარა ჯერ..

სიყვარულით დედაშენი ის ვინც გაგაზარდა ინერვიულა და სამჯერ ცადა თავის მოკვლა შენი ახირებების გამო!
გკოცნი…

P.S.ფულის გამოგზავნას ვაპირებდი მაგრამ კონვერტი უკვე დავხურე და ვერ გიგზავნი .
~chiki

Comments (3) »

რა მინდა კანადაში?!

ხალხი რომელიც ხვდება კანადაში ხშირად ეკითხება თავს “რა მინდა კანადაში?” ან “რა ჩემ @# ვაკეთებ ამ ღმერთისგან მივიწყებულ ველურ ტყეში?”
მიზეზი არც ისე ბევრია:
1.ბუნება
ნუ არაფერი ისეთი უბრალოდ სიცივეეე, ტყეე…. და რაღაც დიდი არსებები რომლებიც დაფრინავენ და იკბინებიან…ასევე გრიზლები რომლებსაც უნდათ თქვენი მოკვლა ან გაუპატიურება, მოკლედ არცერთი გაწყობთ მგონი.
პ.ს. კარიბო საშიშია
2.ნარკოტიკი
კანადაში ნარკოტიკის საქმე კარგადაა: მიდი, თხოვე, მოგცემენ….თხოვეთ ნებისმიერ კანადელს ტორონტოში ან ვერცხლისფერი ცხენის ბანკში ნარკოტიკი და უთხარით რომ მისი მეგობარი კანადელი ხართ და ეგაა… წაგიყვანენ “ჯადოსნურ აფთიაქში” (პფიზერ სენტ აჯღელ იგლუ). ზოგმა შეიძლება საიდუმლო ხელის ჩამორთმევაც გთხოვოს (სინამდვილეში ეს ადამიანი კანადელი არ არის) მაგრამ არ დათანხმდეთ თორემ თავს გამოააშკარავებთ.
პ.ს. თუ კანადის ფრანგულ მხარეს მოხვდით შეიძლება აკორდეონზე დაკვრა გთხოვონ მაგრამ ესეც იგივე ოინია.
3.მაზოხიზმი
“ტფუი ამის!!! როგორ ცივააა!!!” ყველაზე ხშირი ფრაზაა კანადაში ისევე როგორც “შენ როგორ გამაღლებურხარ” მორიაში  და “新隶体” ჩინეთში… ანუუუ მაინც ყველაზე ხშირი ფრაზაა “新隶体” რაა?? რას ნიშნავს??? #@@# ივო ზნაეტ!!!მოკლედ დავუბრუნდეთ ” ტფუი ამის როგორ ცივააა!!!”–ს სწორედ ამიტომ კანადაში ყოველთვის ბლომად არიან მაზოხისტები. მაზოხისტების უმეტესობა კი სასკატჩევანში არიან იმიტომ რომ ისე იქ არავინ მივა სასკატჩევანელიც კი.
4.ლოთაობა
ყველაზე ხშირად ხალხი სწორედ ასე ხვდება კანადაში…. კანადის ნაციონალური ლოთაობის დღესასწაულზე (ბაზ მიტზვა) კი კი თავიდან ყოველივე ეს მშვენივრად ჟღერს მაგრამ ხშირად ეს მთავრდება “გაუპატიურებლინქს ვი ა კარიბო დე სასკატჩევანელო???”–თი. როგორც წესი სიმთვრალეში მატარებლის ან სკეიდბორდის ტარება ძალიან საშიშია რადგან ზრდის ავარიების შანსს…. თუმცა კანადის მთავრობა აცხადებს რომ ეს სრული სისულელეა და ყოველივე ეს ობამამ და სატანამ მოიგონეს რათა არ მისცენ ხალხს შანსი სიმთვრალისას კანადაში წასვლისა  და მიუხედავად იმისა რომ მე მჯერა კანადის მთავრობის მაინც არ გირჩევთ სიმთვრალეში მანქანის ტარებას (კანადაში) თორემ მეორე დღეს შეიძლება საწოლში კარიბოსთან ერთად გაიღვიძოთ.

გაქცევა კანადიდან
არ დაპანიკდე! პანიკა შენი მთავარი მტერია და კიდევ არ ცადო ხისმჭრელებთან მეგობრობა უბრალოდ გაექეცი მათ !! მოკლედ კარგია თუ მიაღწევ კანადის რომელიმე ავტოსტრადამდე (თუ რაც ქვია მაგას) და იპოვი რაიმე გადაადგილების საშუალებას მაგალითად ტრაქტორს სკეიდბორდს ან კარიბოს, საზღვრამდე თუ მიაღწიე შეეცადე მოძებნო შენი პასპორტი თუ პასპორტი კარიბომ შეჭამა, მაშინაც არ დაპანიკდე უბრქალოდ ცადე რამდენიმე ამ ტრიუკთაგან.
1. იშოვე შიშველი შეშისმჭრელი ქალის ფოტოები და აჩვენე შეშისმჭრელებს (რომლებიც ასევე წარმოადგენენ მესაზღვრეებს და ბუღალტერებს ).
2. თვითონ გახდი დროებით შეშისმჭრელი ქალი.
3. ვითომ გაგიჟდი.
4. ით ტჰე შით
5. გაიპარე მექსიკაში და მერე იქიდან ღობეზე გადმოძვერი .
გაფრთხილება: არასდროს, არასდროს არ იმგზავროთ კანადაში ავტოსტოპით. ხალხის უმეტესობამ რომლებმაც კანადაში ავტოსტოპიტ იმგზავრეს, მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ კანადის მოქალაქეები გამხდარიყვნენ და შეშისმჭრელი ქალები იზიდავდათ….
თუ თქვენ ეს შეძელით და გამოიპარეთ კანადიდან შეგიძლიათ შეტხზათ ისტორიები თუ როგორ გამოიპარეთ.
“ყველას ვუთხარი  ვამპირი ვარო და გაიცნენ”~ნოსტერფონს გლეი
“ყველას ვუთხარი ვამპირი ვარო და ვითომ ვუკბინე ერთს. ამის შემხედვარე ყველა გაიქცა! “~ნოსტერფონს გლეი jr
“წითელი ლინზები გავიკეთე, ვთქვი ვამპირი ვარო და ყველა გაიქცა”~ნოსტერფონს გლეი jr jr
“ყველას ვუთხარი ვამპირი ვარო ,მაგრამ ვინ დამიჯერა?”~უცნობი ადამიანი რომელმაც ნოსტერფონს გლეის დაუჯერა და მაგარი გაედო.
” ვუთხარი ვამპირი ვარო და გავფრინდი”~დრაკულა
~chiki

Leave a comment »

ტოფუ (豆腐)

როგორც უკვე გითხარით მე არც ხელოვანი ვარ და არც გენიოსი და აზრზე არ ვარ რა უნდა დავწერო ბლოგზე ამიტომაც ავდექი და სტატიის სათაურად ავიგე პირველივე სიტყვა რომელიც თავში მომივიდა…
ტოფუ(豆腐)
ალბათ ყველამ ვიცით რა არის ტოფუ რაღაც ტყლარწივით უგემური (ოღონდ მართლა უგემური) უფორმო მასა რომელიც არავის უყვარს და სათავეს იღებს სავარაუდოდ ჩინეთიდან .. დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ ეგრე მგონია….
თუ ტოფუ არ გაქვთ გასინჯული და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მოგინდათ მე არაფერზე არ ვარ პასუხისმგებელი

როგორც უკვე ვივარაუდე ტოფუ ჩინური უნდა იყოს ამიტომაც ჯობს ყველაზე ჩინურ ჩინელ ადამიანს მოვაყოლოთ ტოფუს შესახებ
ბრიუს ლი (李小龍–ლი ხიაოფაონგ) ტოფუს შესახებ
“ნუ დარჩები ერთ ფორმაში, მოახდინე ადაფტაცია და შექმენი შენებური, ახალი ფორმა, მიეცი უფლება გაიზარდოს და გაძლიერდეს,
იყავი როგორც ტოფუ.გაანთავისუფლე გონება, გახდი უფორმო და ტყლარწივით ოგონდ გარედან ოდნავ მყარი როგორც ტოფუ. მაგალითად… აი ჩადეთ ტოფუ ბრინჯში და ბრინჯის გემო აქვს, ჩადეთ ტერიაკის სოუსში და ტერიაკის გემო აქვს, ჩადეთ ცარიელ იოგურტის ჯამში და თქვენ მშვენიერი საშუალება გექნებათ მოატყუოთ თქვენი ნათესავები და მეგობრები რომ ჭამენ უგემრიელეს იოგურტს, სინამდვილეში კი ჭამენ ტოფუს რომელსაც გემო არ აქვს რამე თუ არ მოაყარე ან ჩატენე…. ტოფუს შეუძლია დაეტყლანწოს მაგრამ ზოგჯერ დახტის გიდეც. მოკლედ, გახდი ტოფუ მეგობარო :)”

ტოფუ როგორც საჭმელი
როგორც წესით ტოფუ ჩვეულებრივი არც ისე აგრესიული მტაცებელია რომელიც დასეირნობს ჩინეთის ველურ მინდვრებზე. ჩინეთში ტოფუზე ნადირობა დაშვებულია ასე რომ უშიშარ მონადირეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ტოფუზე ნადირობა მოპოვებულ ნადავლს კი ჩინურ რესტორნეში და გაზეთი “ასავალ დასავალი”–ს რედაქციაში აბარებენ.
მრავალი ოპტიმისტურად განწყობილი მცდელობის მიუხედავად ვერავინ შეძლო მოეწოდებინა ჩვენთვის ტოფუ ისეთ ფორმაში როგორიც არის ველურ ბუნებაში. ადამიანთან კონტაქტის შემდეგ ტოფუს უფორმო რბილი სხეული უხეში ხდება თავად ტოფუ კი აგრესიული. ამის თავიდან ასაცილებლად იყო მცდელობა დაეჭირათ მოუმწიფარი ტოფფუტი მაგრამ აღმოჩნდა რომ მოუმწიფარი ტოფფუტი არ არსებობს რადგან ტოფუ იბადება 11კუბური მ და იზრდება 11კუბურ მ–მდე.
ტოფუს ძირითადად აფასებენ მისი ტყლარწვადობის მიხედვით, რაც უფრო ტყლარწულია ტოფუ მით უფრო ძვირად ფასდება.

როგორ მოვიქცეთ ტოფუსთან შეხვედრის შემთხვევაში
ტოფუს ქუჩაში ხშირად ვერ შეხვდებით მაგრამ თუ შეხვდით ნუ დაპანიკდებით მას სწორედ თქვენი შეშინება უნდა. არ დაუძახოთ პოლიციას ეს მას უფრო გააბრაზებს. ყველაზე კარგი გზა არის სპციალური სიმღერა.

“我看到一个ტოფუ在走路,在走路,在走路。 (გამოთქმა: ვო კან დაო იი გე ტოფუ ზაი ჟოუ ლუ  ზაი ჟოუ ლოუ ზაი ჟოუ ლოუ.) (თარგმანი:მე ვხედავ ერთ ტოფუს მოდის მოდის მოდის.)
这个ტოფუ在走路,那个ტოფუ会走路…(გამოთქმა:ჟე გე ტოფუ ზაი ჟოუ ლუ , ნა გე ტოფუ ჰუიჟოუ ლუ.) (თარგმანი: ეს ტოფუ დადის–ამ ტოფუმ იცის სიარული.)
阿…阿…(გამოთქმა:აჰ…აჰ…) (თარგმანი: აჰ…აჰ…)
我上看,下看,左看,友看,没有一个ტოფუ会走路…(გამოთქმა: ვო შანგ კან ხია კან ზუო კან იოუ იი გე ტოფუ ჰუი ჟოუ ლუ.) (თარგმანი:აქეთ იქით ვიხედები მაგრამ ამის გარდა არცერთი ტოფუ არ დადის.)
我前看,后看,斜看,歪看,为何这个ტოფუ会走路?(გამოთქმა: ვო ქიან კან ჰოუ კან ხიუ კან ლუო კან ვეი ჰე ჟე გე ტოფუ ჰუი ჟოუ ლუ?) (თარგმანი: ისევ მივიხედ მოვიხედე და მაინც რატომ იცის ამ ტოფუმ სიარული?)(და ასე გაიმეორეთ)

რამდენჯერმე ამ სიმღერის გამეორების შემდეგ ტოფუ დაიწყებს ტკივილისგან კრუნჩხვას რადგან ეს ჯადოსნური სიმღერა აიძულებთ მათ შეიგნონ რომ ისინი არიან უსულო და უსიცოცხლო გამოუსადეგარი არსებები. სიმღერის კიდევ ერთხელ გამეორების შემდეგ ტოფუ ბოლომდე გადავა თავის უსიცოცხლო ფორმაში და თქვენ უკვე შეგეძლებათ ჭამოთ ის თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მოგეწონებათ.
~chiki

 

Comments (1) »

სალამი ზი მსოფლიოვ!

გამარჯობა ინტერნეტო (ქართ–ზდრასტი)
გამარჯობა?… რა ვთქვა არც ვიცი
მოდი იმით დავიწყებ თუ რატომ გავაკეთე ეს ბლოგი..
ყველაფერი მგონი facebook–ით დაიწყო დიახ facebook–ით არ ვმალავ ამას მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეშინია მიშასკაცებმა არ გამიგონ..
მოკლედ როგორც ნებისმიერ ადამიანს მეც მაქვს facebook და ძალიან აქტიურად ვიყენებ მას (მითუმეტეს poke-ებს)
ერთ დღესაც ერთმა ტიპმა მითხრა რომ ასევე არსებობს საიტი twitter.com და მანახა კიდევაც ეს საიტი რატომღაც მომინდა და twitter-ზეც გავიკეთე “account” სადაც პროფილის რედაქტირებისას აღმოვაჩინე რომ შემეძლო იქ ჩამეწერა ჩემი ბლოგის მისამართი (რომელიც არ მქონდა) და იქიდან გადმომეტანა ბმული რომლის მეშვეობითაც ხალხს შეეძლებოდათ პირდაპირ ჩემი ბლოგიდან გამომყოლოდნენ twitter-ზე თვითონაც არ ვიცი რატომ მიმიზიდა ამ ფაქტმა… რაც არ უნდა იყოს უკვე გავაკეთე ბლოგი და დანებებას არ ვაპირებ მიუხედავად იმისა  რომ არც გენიოსი ვარ და არც ხელოვანი რამეს მაინც დავწერ ამ ბლოგზე … რაზე დავწერ არ ვიცი მაგრამ მაინც დავწერ!

Leave a comment »